საფრანგეთის პირველ დივიზიონში გუნდები მეოცე ტურის შეხვედრებს ატარებენ. 

ხვიჩა კვარაცხელია „პარი სენ-ჟერმენი" ბრესტს იმ გუნდთან შესახვედრად ესტუმრა, რომელსაც ევროპის ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალში ასპარეზობის უფლების მოსაპოვებლად ორმატჩიან სერიაში უნდა შეხვდეს.

უხვგოლიანი შეხვედრა სტუმრების დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა.

„ბრესტი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:5(0:1)
გოლები: 29' უსმან დემბელე 0:1, 50' რომენ დელ კასტილიო 1:1, 56' და 62' უსმან დემბელე 1:2 და 1:3, 71' ლუდოვიკ აჟორკი 2:3, 89' და 90+7' გონსალუ რამუში 2:4 და 2:5

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 6,6) ლუის ენრიკემ 58-ე წუთზე შეცვალა.

ოცი ტურის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენს“ 50 ქულა აქვს და მეორე ადგილზე მყოფ „მარსელს" 13 ქულით უსწრებს.