საფრანგეთის ლიგა ერთში მეცხრამეტე ტური დაიწყო.

ლიგა 1-ის ლიდერი „პარი სენ-ჟერმენი“ სახლსი „რეიმსს" შეხვდა, პარიზელთა რიგებში „ნაპოლიდან“ გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას კი სადებიუტო შეხვერდა ჰქონდა.

პირველი ნახევარი უშედეგოდ დასრულდა.

მეორე ნახევარი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ცენტრისკენ დაიძრა, რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა, დეზირე დუესთან კედელი გაითამაშა, „რეიმსის" ფეხბურთელთა ლამის ნახევარი თავისკენ მიიზიდა და ამის შემდეგ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ მყოფ უსმან დემბელეს გადააწოდა, მან კი ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში.

56-ე წუთზე კეიტო ნაკამურამ ანგარიში გაათანაბრა.

დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.


ხვიჩა კვარაცხელია შეფასება სადებიუტო შეხვედრაში Flashscore-ს მიხედვით 7,2 იყო. ლუის ენრიკემ იგი 83-ე წუთზე შეცვალა.