საფრანგეთის პირველ დივიზიონში ოცდამეერთე ტური დაიწყო.

საფრანგეთის პირველი დიზიონის ერთპიროვნული ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ოცდამეერთე ტურში მესამე ადგილზე მყოფ „მონაკოს“ შეხვდა.

ფრედ დამთავრებული პირველი ტაიმის შემდეგ მასპინძლებმა მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან შეუტიეს „მონაკოს“ კარს და 54-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ თერთმეტმეტრიანის ნიშნულთან ახლოს მიიღო ბრედლი ბარკოლას იდეალური გადაცემა, სწრაფად შეძლო იქვე ახლო მყოფი ორი მეტოქის არასახარბიელო პოზიციაში გადაყვანა და ზუსტი დარტყმით პირველი გოლი ჩაიწერა აქტივში.  

„პარი სენ-ჟერმენი“ - „მონაკო“ 4:1(1:1)
გოლები: 6' ვიტინია 1:0, 17' დენის ზაქარია 1:1, 54' ხვიჩა კვარაცხელია 2:1, 57' უსმან დემბელე 3:1, 76' უსმან დემბელე 4:1

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore, შეფასება 8,2) ლუის ენრიკემ 67-ე წუთზე გონსალუ რამუშით შეცვალა



„ნანტი“ - „ბრესტი“ 0:2(0:1)
გოლები: 9' ლუდოვიკ აჟორკი 0:1, 90+6' პიერ ლეს-მელუ 0:2