ყატარში მიმდინარე ფეხბურთში 202 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონ ხორვატიის და იაპონიის ნაკრებ გუნდებს შორის შეხვედრაში პირველ ტაიმში იაპონელებმა გახსნეს ანგარიში.

მეორე ნახევრის დაწყებიდან 11 წუთში ხორვატებმა წონასწორობა აღადგინეს და ამის შემდეგ  შეხვედრის ძირითად და დამატებით დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში ხორვატების მეკარემ ოთხიდან სამი თერთმეტმეტრიანი მოიგეირა

იაპონია - ხორვატია 1:1(1:0), პენალტებით 1:3
გოლები: 43' დაიზენ მაედა 1:0, 56' ივან პერიშიჩი 1:1

ამრიგად, მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასულ ნიდერლანდები - არგენტინისა და ინგლისი - საფრანგეთის გუნდებს ხორვატის შეუერთდა. მათი მეტოქე მეოთხედფინალში ბრაზილია - სამხრეთ კორეის გუნდებს შორის უმჯობესი იქნება. კიდევ ორი მეოთხედფინალისტი და მაროკო-ესპანეთსა და პორტუგალია-შვეიცარიის გუნდების შეხვედრაში გამოვლინდება