ევროპის თასი ფარიკაობაში - ხმლით ფარიკაობაში, კადეტებს შორის მიმდინარე ტურნირზე, გიორგი ურუშაძემ ოქროს მედალი მოიგო.

თბილისში კადეტებს შორის ხმლით ფარიკაობაში საერთაშორისო ტურნირი მიმდინარეობს.

შეჯიბრეში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 17 წლის მოფარიკავეები ასპარეზობენ. ვაჟთა კატეგორიაში მედლის მოპოვებას 8 ქართველი სპორტსმენი ეცდება, ქალთა შორის კი 10.

შეჯიბრების პირველ დღეს ხმლით მოფარიკავე ვაჟებმა იასპარეზეს. დღესვე, გოგონებს შორის გუნდური ასპარეზობები გაიმართება. ტურნირი ხვალ დასრულდება.

წყარო "რუსთავი 2".