კარდიფში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიოს თასის გათამაშებაზე ქართველმა პარასპორტსმენებმა ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ქალაქ კარდიფში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ეტლით მოფარიკავე ქალთა ნაკრებმა მიიღო. საქართველოს ნაკრების წევრებმა ტურნირზე ვერცხლისა და ბრინჯაოს სინჯის მედლები მოიპოვეს.
ნინა თიბილაშვილმა ხმლით ფარიკაობაში ფინალური ბრძოლა ჩინელ სპორტსმენთან დათმო და ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ირმა ხეცურიანი კი ნახევარფინალში ტაილანდელ მოფარიკავეს დაუპირისპირდა და ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.