იტალიის სერია A-ში მეექვსე ტურის კიდევ ერთი შეხვედრა დასრულდა.
ტურინის „იუვენტუსმა" გასვლაზე „ჯენოა" დაამარცხა და „ნაპოლის", „ტორინოს" და „ემპოლის" ხვალინდელ შეხვედრებამდე ერთპიროვნულად ჩაუდგა სათავეში სატურნირო ცხრილს.
„ჯენოა" - „იუვენტუსი" 0:3(0:0)
გოლები: 48' და 55' დუშან ვლაჰოვიჩი 0:1 და 0:2, 89' ფრანსიშკუ კონსეისაუ 0:3
დღეს, მერვე ტურის კიდევ ერთ შეხვედრაში „ბოლონია" „ატალანტას" მიიღებს, ხვალ კი ითამაშებენ:
„ტორინო" - „ლაციო"
„კომო" - „ვერონა"
„რომა" - „ვენეცია"
„ნაპოლი" - „მონცა"
„ემპოლი" - „ფიორენტინა"