თბილისში ვეტერან მოფარიკავეთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირს საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს.
ჩემპიონატის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო. სპორტის მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.
ამასთან შალვა გოგოლაძემ ქართული სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ვეტერან მოფარიკავე ზურაბ ცქიტიშვილს სპორტის რაინდის წოდება მიანიჭა.
გახსნის ოფიციალურ ცერემონიას სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძე, ვეტერან სპორტსმენთა საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წარმომადგენელი ველიჩკა ჰრისტოვა და საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ბაზაძე ესწრებოდნენ.
ვეტერანთა შორის ფარიკაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე 70-ამდე ქვეყანა და 1429 სპორტსმენი მონაწილეობს. ტურნირი 9-იდან 17 ოქტომბრის ჩათვლით „ჰუალინგ პლაზაში“ იმართება.




