საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის ინფორმაციით, "ისტორიაში პირველად!!!
ლაზარე ჩიტაძე რაპირით ფარიკაობაში 14-წლამდელთა ევროპის პირველობის საუკეთესო ოთხეულშია!"
ქართველმა მოფარიკავემ 1/4ფინალში თურქი ვედატ ტუნა კარალარი 15-10 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა!
ფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ჩიტაძის მეტოქე ჯიანმარკო ცურცი იქნება.
👨🏫მწვრთნელი: ზურა აფციაური - წერს ფედერაცია.










