იტალიაში ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა ქართველმა კარატისტმა იკა სულამანიძემ (-75 კგ).
მან მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ყირგიზ სპორტსმენს სძლია და ბრინჯაოს მედალი მიიღო. ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქართველმა კარატისტმა მედალი პირველად მოიპოვა.
აღსანიშნავია, რომ სპორტული კარატეს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდა.












