პერუში დასრულდა ასპარეზობა 17 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი. ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე +102 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

ასპარეზობის ბოლო დღეს ფიცარნაგზე +102 კგ წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ.

შესანიშნავად იასპარეზა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სამი ოქროს მედლით მიულოცა ირაკლი ვეკუამ. მან 151 კგ-ით ატაცში მოიპოვა ოქროს მედალი, 196 კგ-ით აკვრაში, ხოლო 347 კგ-ით ორჭიდის ჯამში.

ამავე წონაში საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა გივი დარსაველიძემ ატაცში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აკვრაში და ორჭიდის ჯამში იგი მეხუთე იყო .