დღეს სტამბოლში 23 წლამდელ თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატზე 92 კგ წონით კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში ირაკლი მწითურმა აზერბაიჯანელ შამილ ზუბაიროვთან წააგო შეხვედრა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ჩემპიონატზე მხოლოდ ერთ, 120 კგ წონით კატეგორიაში დარჩა გასათამაშებელი მედლების კომპლექტი და ჩვენი როლანდ ანდრიაძე ფინელ ჰეინოსთან ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს. უკვე ცხრა წონით კატეგორიაში დასრულებულ შეჯიბრში კი საქართველოს წარგზავნილებს 1 ვერცხლი და 5 ბრინჯაო აქვთ მოპოვებული.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.