ნიდერლანდების ერდივიზიონში მეთერთმეტე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ზედიზედ მეოთხედ დამარცხდა ირაკლი ეგოიანის „ექსელსიორი“.  უკვე მე-5 წუთზე ათი კაცით დარჩენილმა მასპინძლებმა სტუმრებთან ვერაფერი გააწყვეს და ცხრა მშრალი ბურთი გაუშვეს.

ირაკლი ეგოიანი (Flashscore — 5.6) მინდორზე პირველი წუთიდან ბოლო წუთამდე იყო.

„ექსელსიორი“ — „ტვენტე“ 0:9(0:5)

აღსანიშნავია, რომ პირველი ექსი გოლიდან ხუთის თანაავტორი სონდრე ორიასაიტერი იყო. სტუმრების მიერ გატანილი მერვე და მეცხრე გოლების დროს იგი შეცვლილი იყო

„ექსელსიორს“ თერთმეტი შეხვედრიდან თერთმეტი ქულა აქვს, მეთხუტმეტე ადგილზეა და ორი ქულით უსწრებს გასავარდნ საპლეიოფე ზონაში მყოფ „ტელსტარს“.

მოამზადა რაულ კაპანაძემ