ლოზანის გრანდ სლემზე დღეს ასპარეზობის ბოლო დღეა.
ლოზანის გრანდ სლემზე დღეს ქალთა 70 და +78 და კაცთა 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ.
90 კგ წონაში ილია სულამანიძემ ნიდერლანდელი მიხაელ კორელი იპონით დაამარცხა, უზბეკი ტულკინბეკ ტურდიევი - ვაზარით, იაპონელი ტეტა ჰამადას იპონით სძლია და ნახევარფინალში ბაჰრეინელ საიდ სადრუდინოვს შეხვდება.
+100 კგ წონაში გურამ თუშიშვილმა პულის ფინალში ინალ ტასოევთან წააგო და გრანდ სლემის ბრინჯაოს მედლის მოპოვებისთვის რეპეშაჟიდან იჭიდავებს.
დამარცხდენ და ასპარეზობას გამოეთიშნენ 90 კგ წონაში აკაკი ჯაფარიძე და ლუკა ჯავახიშვილი და +78 კგ წონაში სოფიო სომხიშვილი.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




