ბაქოში გრძელდება ძიუდოისტთა ასპარეზობა მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის 100 კგ წონით კატეგორიაში.

ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ იტალიელი ჯენარო პირელი დაამარცხა.

ფინალში სულამანიძის მეტოქე იაპონელი დოტა არაი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ