ბაქოში გრძელდება ძიუდოისტთა მსოფლიო პირველობა.

მსოფლიო პირველობის მეექვსე საშეჯიბრებო დღეს მედლებისთვის ბრძოლაში 100 კგ წონითი კატეგორიის კაცები და 78 კგ წონითი კატეგორიის ქალები ჩაებნენ.

100 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ილია სულამანიძე პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი უნგრელ სომბორ ვეგის შეხვდა და იპონით გაიმარჯვა. მესამე წრეში სულამანიძემ მოლდაველ ვადიმ ღიმბოვსკისიუკოთი მოუგო და პულის ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ რუსი ნიაზ ბილალოვი ჰყავდა.

შეხვედრა ქართველმა ძიუდოისტმა იპონით მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.

ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ილია სულაბერიძის მეტოქე იტალიელი ჯენარო პირელი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ილია სულამანიძე 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ