აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოსცა ბრძანებულება პარიზის ოლიმპიურ თამაშების პრიზიორების დაჯილდოების შესახებ

ილჰამ ალიევის ბრძანებულების თანახმად, პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალოსანი აზერბაიჯანელი სპორტსმენები თითოეული 400 ათასი მანათით დაჯილდოვდება, მათი მწვრთნელები კი თითოეული 200 ათასი მანათით.

ვერცხლის მედლის მფლობელები 200 ათას მანათს , მათი მწვრთნელები კი 100 ათას მანათს მიიღებენ.

100 ათას მანათს მიიღებენ ბრინჯაოს მედლის მფლობელები, 50 ათას მანათს კი მათი მწვრთნელები.

აზერბაიჯანმა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 2 ოქროს (ძიუდო, 73 კგ ჰიდაიატ ჰეიდაროვი და 100კგ ზელიმ კოცოევი), 2 ვერცხლის (კრივი, 92კგ ალფონსო დომინგესი, ტაეკვანდო, 58კგ გაშიმ მაგომედოვი) და 3 ბრინჯაოს მედალი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 67კგ ჰაშრატ ჯაფაროვი, თავისუფალი ჭიდაობა, 97კგ მაგომედხან მაგომედოვი, 125კგ გიორგი მეშვილდიშვილი) და საერთო გუნდურ ჩათვლაში 30-ე ადგილი დაიკავა, რაც ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის ყველა დროის საუკეთესო შედეგია.