თბილისში, „მიხეილ მესხზე“, უეფას კონფერენც ლიის პლეი-ოფისწინა ჯგუფური ტურნირის მეორე ტურის შეხვედრა გაიმართა. 

საქართველოს ჩემპიონი, „იბერია 1999“ მეორე ტურში თავის პირველ საშინაო შეხვედრაში „მიალბის“ მასპინძლობდა.

მეტოქეებიდან ერთ-ერთ ყველაზე უსუსტეს გუნდთან შეხვედრაში ქართველ ფეხბურთელებმა ევროტურნირებზე პირველი გამარჯვების მოპოვების შანსი ვერ გამოიყენეს და ფრეს დასჯერდნენ.

„იბერია 1999“ - „მიალბი“ 1:1(0:0)
გოლები: 55' ჯემალი-გიორგი ჯინჯოლავა, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 89' ტომ პეტერსონი 1:1

მომდევნო შეხვედრას „იბერია 1999“ 5 ნოემბერს „კოპენჰაგენთან“ გამართავს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ