ურამ კაშია საფეხბურთო კარიერას 2 ივნისს საქართველოს ნაკრებში რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრაში დაასრულებს.
მანამდე კი ბოლო შეხვედრა ჩაატარა ბრატისლავის „სლოვანში“ და გულშემატკივრებს ემოციურად დაემშვიდობა. კლუბმა კი ქართველი მცველის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტების ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა.
კაშია „სლოვანში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა და ზედიზედ ხუთჯერ მოიპოვა ჩემპიონის ტიტული, სამჯერ კი სეზონის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. ქართველმა ლეგიონერმა სლოვაკური გუნდის ფორმით ჩატარებულ 111 შეხვედრაში 9 გოლი გაიტანა.










