კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში ფიდეს გრანპრის დასკვნით ეტაპის ბოლოსწინა ტურის შეხვედრები დასრულდა

ნანა ძაგნიძემ ბოლოსწინა ტურში ყაიმით დაასრულა შეხვედრა აზერბაიჯანელ გუნაი მამადზადესთან ბოლო ტურის შედეგების მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონის წოდებისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი აღარ აქვს.

ნანა ძაგნიძეს ყველაზე უკეთეს შემთხვევაში I-IV ადგილების გაყოფა შეუძლია, ეს კი მის მიერ გრანპრის წინა ორ ეტაპზე მოპოვებულ 160 ქულას მხოლოდ 97,5 ქულას შემატებს. 257,5 ქულით ნანა ძაგნიძე ოთხი ეტაპიდან სამის ჯამური შედეგით ორ საუკეთესოს შორის ვერ ხვდება.

დღევანდელი შეხვედრების შედეგები და ბოლო ტურის წინ მონაწილეთა განლაგება სატურნირო ცხრილში ასეთია:

ბიბისარა ასაუბაევა (ყაზახეთი) - ალექსანდრა გორიაჩკინა (ფიდე) 0,5:0,5
ჰარიკა დრონავალი (ინდოეთი) - ბელა ხოტენაშვილი (საქართველო) 0,5:0,5
დინარა ვაგნერი (გერმანია) - ტან ჟუნი (ჩინეთი) 0,5:0,5
ნანა ძაგნიძე (საქართველო) - გუნაი მამადზადა (აზერბაიჯანი) 0,5:0,5
ალექსანდრა კოსტენიუკი (შვეიცარია) - პოლინა შუვალოვა (ფიდე) 0,5:0,5
ოლივია კიოლბასა (პოლონეთი)- კატერინა ლაგნო (ფიდე) 0,5:0,5

1-3. ჰარიკა დრონავალი - 6,0
1-3. დინარა ვაგნერი - 6,0
1-3. ტან ჟუნი - 6,0
4-5. კატერინა ლაგნო - 5,5
4-5. პოლინა შუვალოვა - 5,5
6-9. ბიბისარა ასაუბაევა - 5,0
6-9. ალექსანდრა გორიაჩკინა - 5,0
6-9. გუნაი მამადზადა - 5,0
6-9. ნანა ძაგნიძე - 5,0
10-11. ალექსანდრა კოსტენიუკი - 4,5
10-11. ბელა ხოტენაშვილი - 4,5
12. ოლივია კიოლბას - 2,0

ხვალ ერთმანეთს ხვდებიან:

კატერინა ლაგნო - ბიბისარა ასაუბაევა
პოლინა შუვალოვა - ოლივია კიოლბასა
გუნაი მამადზადა - ალექსანდრა კოსტენიუკი
ტან ჟუნი - ნანა ძაგნიძე
ბელა ხოტენაშვილი - დინარა ვაგნერი
ალექსანდრა გორიაჩკინა - ჰარიკა დრონავალი