საფრანგეთის ლიგა 1-ში მეთექვსმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი წიტაიშვილის და გიორგი აბუაშვილს „მეცი“ სახლში ხვიჩა კვარაცხელის „პარი სენ-ჟერმენს“ შეხვდა და 2:3 დამარცხდა.

„მეცის“ რიგებში გიორგი აბუაშვილმა „პარი სენ-ჟერმენის“ კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი, გიორგი წიტაიშვილი (Flashscore - 7.2) 85-ე წუთზე შეცვალა.

ხვიჩა კვარაცხელია (Flashscore - 6.7)  სტუმართა რიგებში 67-ე წუთზე გამოჩნდა კვენტინ ნჯანტუს ნაცვლად.

„მეცი“ - „პარი სენ-ჟერმენი“ 2:3(1:2)
გოლები: 31' გონსალუ რამოში 0:1, 39 კვენტინ ნჯანტუ 0:2, 42' ჯესიი დემინგე 1:2, 63' დეზირე დუე 1:3, 80' გიორგი წიტაიშვილი 2:3