ესპანეთის ლა ლიგა 2-ში ოცდამეთვრამეტე ტურის შეხვედრები გრძელდება.

გიორგი ქოჩორაშვილის „„ლევანტემ“, რომელიც ლა ლიგა 1-ში პირდაპირ გადამსვლელი პირველი ორი ადგილიდან ერთ-ერთის დაკავების რეალური პრეტენდენტია, სახლში გასავარდნ ზონაში მყოფ „ტენერიფეს“ უმასპინძლა და ქულის გადარჩენა კომპენსირებული დროის მე-5 წუთზე გატანილი გოლით შეძლო.

გატანილი გოლის შემდეგ ატეხილი ჩხუბის დროს მსაჯმა „ტენერიფეს“ ფეხბურთელი გააძევა, თუმცა რიცხობვრივი უპირატესობის გამოყენებისთვის „ლევანტეს“ დრო აღარ ეყო.

გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 7,3) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.

„ლევანტე“ - „ტენერიფე“ 1:1(0:1)
გოლები: 32' ალეხანდრო კანტერო 0:1, 90+5' როფერ ალვარესი 1:1
გაძევება: ფაბიო გონსალესი („ტენერიფე“, წითელი ბარათი)