ესპანეთის ლა ლიგაში მეთხუთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „ვილიარეალმა“ სახლში „ხეტაფე“ დაამარცხა და მეორე ადგილზე მყოფ „რეალთან“ ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანა.

გიორგი მიქაუტაძე (Flashscore - 7.3) სტუმრების კარში გატანილი მეორე გოლის ავტორი იყო.

„ვილიარეალი“ - „ხეტაფე“  2:0(1:0)
გოლები: 45+5' ტეიჯონ ბიუკენენი 1:0, 64' გიორგი მიქაუტაძე 2:0
გაძევება: 48' ლუის მილა („ხეტაფე“, წითელი ბარათი)