საფრანგეთის I დივიზიონში ოცდამეთორმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „მეცი" სახლში „რენთან" დამარცხდა და დარჩენილ ორ შეხვედრაში სულ მცირე 4 ქულის აღება დასჭირდება პირველ დივიზიონში დასარჩენ პლეი-ოფში მონაწილეობის მისაღებად.

„მეცი" - „რენი" 2:3(2:10
გოლები: 17' გიორგი მიქაუტაძე 1:0, 22' ამინ გუირი 1:1, 45' პაპ დიალო 2:1, 72' ბენჟამენ ბურიჟო, თერთმეტმეტრიანიდან 2:2, 90+3' არნო კალიმუენდო 2:3

შეხვედრის 90+4 წუთზე მსაჯმა გიორგი მიქაუტაძეს წითელი ბარათი უჩვენა.