თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე, კომპანია „ნოვას“ საწარმოში აფეთქება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, საწარმოს ეზოში სავარაუდოდ CO-ს რეზერვუარი აფეთქდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლების თქმით, გამთენიისას ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები არიან მობილიზებული.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.




