საფრანგეთის I დივიზიონში ოცდამეთერთმეტე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

გიორგი მიქაუტაძის „მეცი" სახლში „ლილთან" შეხვედრაში დამარცხდა და სატურნირო ცხრილში გასავარდნ ზონაში ადგილი „ჰავრს" გაუცვალა. ამ უკანსკნელმა პარიზში 3:3 ითამაშა „პარი სენ-ჟერმენთან".

„მეცი" - „ლილი" 1:2(1:2)
გოლები:23' გიორგი მიქაუტაძე, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 31' ისმაილი 1:1, 44' იუსუფ იაზიჯი 1:2