ამის შესახებ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაზე სოციალურ ქსელში წერს.

„ძალიან ამაყი ვარ ევრო 2024-ის ბომბარდირთა შორის მოხვედრით. კიდევ ერთხელ ვულოცავ ამ შესანიშნავ გუნდს (საქართველოს ნაკრებს), თქვენ გარეშე შესაძლებელი არაფერი იქნებოდა“, – წერს გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძე ევრო 2024-ის „ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა
გიორგი მიქაუტაზემ ევროპის ჩემპიონატის 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, იმდენივე რამდენიც კოდი გაკპომ (ნიდერლანდები), ჰარი კეინმა (ინგლისი), ჯამალ მუსიალამ (გერმანია) დანი ოლმომ (ესპანეთი) და ივან შრანცმა (სლოვაკეთი).

ყველა მათგანი ევროპის ჩემპიონატის „ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა.