იტალიის სერია A-ში მეათე ტურის შეხვედრები გრძელდება.

გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“ სახლში „ტორინოს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი კვერნაძემ თავი კარგი თამაშით (Flashscore — 7.3) და საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

„ფროსინონე“ — „ტორინო“ 2:0(0:0)
გოლები: 48' ფარეს გეიდემისი (გიორგი კვერნაძე) 1:0, 90+1' ჯაკომო კალო 2:0


ათი თამაშის შემდეგ „ფროსინონე“ 20 ქულით მეექვსე ადგილზეა. ლიდერს, რომის „ლაციოს“ ცხრა თამაშიდან 28 ქულა აქვს

მოამზადა რაულ კაპანაძემ