საქართველოს ჭაბუკ მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი იანტბელიძემ განაცხადა, რომ მას კორხელში ჩხუბში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა აღნიშნა, რომ სამეგრელოში იმ დროს იმყოფებოდა.
"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და ამიტომ ჩავედი. ის სპორტსმენები ჩემი მეგობრები არიან. იმ გზაზე ვიყავი და ისე მოხდა რომ გავიდე და ჩავედი.
ის, რომ მე მივიღე მონაწილეობა, ვერცერთი მონაწილე ვერ იტყვის", - განაცხადა გიორგი იანტბელიძემ.