გერმანიის ბუნდესლიგაში მეათე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
გიორგი გოჩოლეიშვილის „ჰამბურგი“ სახლში დორტმუნდის „ბორუსიასთან“ წაგებას კომპენსირებული დროის მე-7 წუთზე გადაურჩა.
გიორგი გოჩოლეიშვილი (Flashscore - 7.2) 74-ე წუთზე შეცვალეს.
„ჰამბურგი“ - „ბორუსია“ დორტმუნდი 1:1(0:0)
ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმი“ ლევერკუზენში „ბაიერმა“ განადგურა.
ბუდუ ზივზივაძე (Flashscore - 5.9) 33-ე წუთზე შეცვალეს.
„ბაიერი“ - „ჰაიდენჰაიმი“ 6:0(5:0)
პირველად ვერ მოიგო შეხვედრა „ბაიერნმა“. მიუნხენელებმა ბერლინში ფრედ ითამაშეს.
„უნიონ ბერლინი“ - „ბაიერნი“ 2:2(1:1)
„ბორუსია“ მენხენგლადბახი - „კიოლნი" 3:1(1:0)
„ჰოფენჰაიმი“ - „ლაიფციგი“ 3:1(2:1)
„ვერდერი“ - „ვოლფსბურგი“ 2:1(0:1)





