გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა საქართველოს ეროვნული ნაკრების გუნდი შეაქო.

მისთვის კონკრეტულად საქართველოს ნაკრებზე არ უკითხავთ, მაგრამ თავად ახსენა სხვა კონტექსტში:
- ხომ არ ფიქრობთ, რომ სჯობს, ევროპის ჩემპიონატზე ისევ 16 ნაკრები გადიოდეს?
- არა, მე სხვა აზრი მაქვს. პატარა ქვეყნებსაც შანსი უნდა ჰქონდეთ, ისინიც უნდა მონაწილეობდნენ დიდ ფორუმებზე. ეს ყოველთვის საინტერესოა. შეხედეთ საქართველოს. ის ნათელი მაგალითია, თამაშიდან თამაშამდე უმატებენ, უკეთესები ხდებიან. დაუჯერებელია. ევრო განსაკუთრებული ტურნირია, ახლანდელი ჩემპიონატიც მაღალ დონეზე მიმდინარეობს" (Sport1)

თარგმანი: ლიდერსპორტი

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა.ამ გამარჯვებით ნაკრებმა პლეი ოფის საგზური მოიპოვა. 

გერმანიაში, მერვედფინალში "ჯვაროსნები" ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი ხვალ, 23:00 საათზე დაიწყება.