დღეს, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობაში 74-125კგ წონითი კატეგორიების თავისუფალი სტილით მოჭიდავეები ჩაებმებიან ასპარეზობაში.

ქართველი მოჭიდავე, სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გენო პეტრიაშვილი მერვედფინალში უკრაინელ ოლექსანდ ხოტიანოვსკის შეხვდება.

მე-2 ნომრად განთესილ გენო პეტრიაშვილთან ერთად მოხვდნენ მე-3 ნომრად განთესილი ამერიკელი მეისონ მარკ პარისი, მე-6 ნომრად განთესილი აზერბაიჯანელი გიორგი მეშვილდიშვილი, მე-7 ნომრად განთესილი პოლონელი რობერტ ბარანი და განუთესავები: მონღოლი ლხაგვაგერელ მუნხტური, ეგვიპტელი დიაელდინ კამალ აბდელმოტალები და ყაზახი იუსუპ ბატირმურზაევი.



მეორე ბადეში მოხვდნენ პირველ ნომრად განთესილი ირანელი ამირ ჰოსეინ ზარე და მე-4 ნომრად განთესილი თურქი ტაჰა აკგული.



შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე  დღემდე საასპარეზოდ გასული სამი ბერძნულ-რომაული და ერთი თავისუფალი სტილით მოჭიდავიდან მედალს ვერცერთი ვერ დაეუფლა