+125 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა მოჭიდავემ, გენო პეტრიაშვილმა ოლიმპიადის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
"ჩემი გამარჯვება მინდა შინდისში დაცემულ ვაჟკაცებს მივუძღვნა. ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, სადღეგრძელოსავით კი გამომივიდა. მინდა მოვეფერო ფედერაციას და ოლიმპიურ კომიტეტს, ყველას ყველას... დღეს ტრიბუნაზე ერთი პატარა გოგონა იჯდა, მეორე სახლში დატოვეს სამწუხაროდ, მინდა მათ, ჩემს შვილებს, ოჯახს, სამშობლოს და უფალს მივუძღვნა ეს გამარჯვება. იმედია არ გამეღვიძება..."