გარი ლინკერი ევრო 2020-ის გუშინდელ მატჩებზე: ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო დღე იყო

1624970615
ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო დღე იყო, - ასე ეხმაურება ევრო 2020-ის მერვედფინალების გუშინდელ მატჩებს ინგლისის ნაკრების ყოფილი ფორვარდი და საფეხბურთო მიმომხილველი გარი ლინკერი.
"ეს, შესაძლოა, იყოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო დღე, რომელიც ოდესმე მინახავს. ორი გასაოცარი მატჩი, რომლებიც პრაქტიკულად სარკისებურად ასახავს ერთმანეთს. წარმოუდგენელი სანახაობა", - დაწერა გარი ნინკერმა Twitter-ში.
შეგახსენებთ, გუშინ მერვედფინალის ორ მატჩში მაყურებელმა 14 გოლი იხილა. საოცარი გამოდგა ესპანეთი-ხორვატიის დაპირისპირება, სადაც ჯერ ხორვატები იგებდნენ, ესპანელებმა კი ვითარება თითქოს შეცვალეს და წინ ორბურთიანი სხვაობით გავიდნენ, თუმცა დრამატული გამოდგა ძირითადი დროის ბოლო წუთები. ხორვატებმა 7 წუთში ორი გოლი გაიტანეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანეს. დამატებით დროში ესპანეთი უფრო ძლიერი გამოდგა და მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანეს და საბოლოო შედეგი 5:3 დაფიქსირდა.
არანაკლებ საინტერესო გამოდგა მატჩი მსოფლიო ჩემპიონების მონაწილეობით. სცენარი აქაც იგივენაირად განვითარდა. ჯერ შვეიცარია იგებდა, 0:1-ზე მათ 11 მეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენეს და ამის შემდეგ საფრანგეთის ჯერი დადგა. "მამლებმა" მეტოქის კარი სამჯერ აიღეს და თითქოს ყველაფერი სრულდებოდა, თუმცა შვეიცარიამ სასაწული შეძლო და ანგარიში ჯერ მინიმუმამდე შეამცირა და შემდეგ გაათანაბრა. დამატებით ორ 15 წუთიან ტაიმებში გუნდებს გოლები აღარ გაუტანიათ. მატჩის ბედი 11 მეტრიანმა დარტყმებმა გადაწყვიტა. საბედისწერო გამოდგა კილიან მბაპეს დარტყმა. მისი გაფუჭებული პენალტის წყალობით ყველაზე ხმაურინი სენსაცია დაფიქსირდა და საფრანგეთი ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა.
მეოთხედფინალში დრამატული მატჩების მონაწილეები ესპანეთი და შვეიცარია შეხვდებიან ერთმანეთს. მათში გამარჯვებული კი ბელგია-იტალიას შორის გამარჯვებულს შეხვდება ნახევარფინალში.