გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი
1583415901
ცნობილი ქართველი კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლევან მოსეშვილი 1940 წლის 23 მაისს დაიბადა. 1959-72 წლებში თამაშობდა თბილისის "დინამოში", 1972-2003 წლებში ამავე გუნდის მწვრთნელი იყო
ლევან მოსეშვილი 1962 წელს ევროპის ჩემპიონთა თასების მფლობელი გახდა, 1964 წელს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, 1968 წელს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. იყო საბჭოთა კავშირის 1960, 1961 და 1969 წლების ვიცე-ჩემპიონი, 1965 წლის წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საბჭოთა კავშირის1969 წლის თასის მფლობელი. იყო აგრეთვე საბჭოთა კავშირის ხალხთა 1959 წლის სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი.
ლევან მოსეშვილს 2012 წელს სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა, ხოლო 2015 წელს საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის მედლით დაჯილდოვდა




