ტორონტოში, „ბიმო ფილდზე“, L ჯგუფში მყოფი განის და პანამის ნაკრები გუნდების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა, რომელიც სიმწვავით და საგოლე მომენტების სიმრავლით არ გამოირჩეოდა, დაახლოებით თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ფრე დასრულება სამართლიანიც იქნებოდა და თითქოს წინაც აღარაფერი ედგა, მაგრამ შეხვედრის კომპენსირებული დროის ამოწურვამდე 5 წუთით ადრე პანამელებს მეტოქის შეტევა გამოეპარათ და შედეგად, მათ დასანანი მარცხი იწვნიეს.
პანამა - განა 0:1(0:0)
გოლი: 90+5' კალებ იირენკი




