ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრის წინ ფრანგული გამოცემა 20minutes ფეხბურთელთა ჩაცმულობის ანალიზით დაკავდა.
უდავოა, რომ პარიზი და მილანი მოდის მსოფლიოს დედაქალაქებია. Versace, Armani და Prada მართავენ მილანს, ხოლო ფრანგული მოდა ორი გიგანტის ფრანსუა პინოს (Kering) და ბერნარ არნოს (LVMH) ხელშია. ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ, გადავწყვიტეთ, რამდენიმე ფეხბურთელის ჩაცმულობის სტილს გავცნობოდით და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენიმე შემთხვევაში ყველაფერი მაღალ დონეზეა, თუმცა საშინელი უგემოვნობის მაგალითსაც წავაწყდით, - წერს 20minutes.
გამოცემამ თავდაპირველად მეკარეები შეადარა ერთმანეთს და დაასკვნა, რომ შვეიცარიელი იტალიელს არა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე გაშვებული გოლების რაოდენობის მიხედვით ჯაბნის (ზომერს 11 გოლი აქვს გაშვებული, დონარუმას კი 15), არამედ ჩაცმულობის სტილითაც.
ჩვენ მოგვწონს მისი თავშეკავებული, ელეგანტური იმიჯი, მაშინ როცა ჯიჯი ისეთი უფრო თვალშისაცემი ბრენდებისა და თამამი პრინტებისკენ იხრება, როგორიცაა Louis Vuitton, - წერს გამოცემა და მეკარეების დუელში გამარჯვებულად იან ზომერს ასახელებს.
ბენჟამინ პავარი და აშრაფ ჰაკიმი თავს გრძნობენ როგორც თევზი წყალში არა მხოლოს საფეხბურთო მინდვრებზე, არამედ მოდური სტილის დემონსტრირების დროსაც.
ინტერჩატოს სტილის საყელოიანი მუქი კრემისფერი ქურთუკით, სადა თეთრი მაისურით და XXL ჩანთით ფრანგი, რომელმაც გასულ წელს ყველა გააოცა Bottega Veneta-ს ლუქით, ნამდვილად იქცევს ყურადღებას თავისი ინტერჩატოს სტილის საყელოიანი მუქი კრემისფერი ქურთუკით, სადა თეთრი მაისურით და XXL ჩანთით, თუმცა მაროკელი მას არ ჩამოუვარდება თანამედროვე და მოდური ლუქის ტარებაში და მათ შორის უპირატესობას ამ უკანასკნელს ვანიჭებთ მოდური სტილის ხაზგასმისთვის აქსესუარების მნიშვნელობის მიმართ დამოკიდებულების, კერძოდ კი მოდური მართკუთხა სათვალის გამო, - აღნიშნავს 20minutes.
კიდევ ერთი „გოლი“ იტალიელების კარში ბრედლი ბარკოლამ გაიტანა. მას უპირატესობა მარკუს ტიურამთან დაპირისპირებაში მიენიჭა.
დენზელ დუმფრიზმა ფაბიან რუისთან დაპირისპირებაში შეძლო ანგარიშის გათანაბრება, გადამწყვეტი კი ბომბარდირების, ლაუტარო მარტინესის და უსმან დემბელეს დუელი აღმოჩნდა.
ძნელი სათქმელია, რა უფრო ძველმოდურია: კეპი უკუღმა, რომელიც, ამასთან ერთად, ვერ ფარავს მის შემელოტებულ თავს და წარუმატებელ თმის გადანერგვას, თუ უსახელო ქურთუკი. მათ შანსი მივეცით, მათ ინსტაგრამებზე ფოტოებს გადავხედეთ, რათა რაიმე კარგი სამოსი გვენახა, მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, დემბელეს ძალიან უყვარს უსახელო ქურთუკები. ასე რომ, ბონუს ქულა არგენტინელს მივეცით და „ინტერმა“ 3:2 გაიმარჯვა, - დასძენს ფრანგული გამოცემა 20minutes.