ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ შარლოტის  „ბანკ ოფ ამერიკა სტედიუმზე“ დასრულდა  მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროს „ფლუმინენსეს“ და მილანის „ინტერს“ შორის.   

შეხვედრის პირველივე წუთზე გატანილი გოლის შემდეგ ბრაზილიელები დისციპლინირებულად თამაშობდნენ და არცთუ ძალიან აქტიურ იტალიელებს სახიფათო მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ. შეხვედრის ბოლო წუთებში „ინტერმა“ ტემპს მოუამატა და „ფლუმინენსეს“ კარს რამდენჯერმე მეტად სახიფათოდ შეუტია, მაგრამ მეტოქეს აშკარად ბედი სწყალობდა.

კომპენსირებული დროის მესამე წუთზე ბრაზილიელთა კონტრშეტევა გოლით დასრულდა და იტალიელებმა მცდელობის მიუხედავად პრესტიჟის გოლის გატანაც კი ვერ შეძლეს.

„ფლუმინენსე“ - „ინტერი“ მილანი 2:0(1:0)
გოლები: 3' ჟერმან კანო 1:0,90+3' ერკულესი 2:0

მეოთხედფინალში „ფლუმინენსე“ „მანჩესტერ სიტის“ და „ალ ჰილალს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება.