ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა წყვილთა შორის.
საქართველოს წარმომადგენლებმა, ევროპის შარშანდელი ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელებმა, ანასტა მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ, რომლებმაც მოკლე პროგრამა აშკარად ჩააგდეს, თავიანთ საუკეთესო მაჩვენებელზე 15,23 ქულით ნაკლები აჩვენეს და მეცხრე ადგილზე იყვნენ, თავისუფალი პროგრამით ასპარეზობაში მდგომარეობა გამოასწორეს და 135,85 ქულით მესამე ადგილზე გავიდნენ.
ორივე პროგრამით ერთად ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ 191,88 ქულა დააგროვეს, 0,44 ქულით გაუსწრეს მარია პავლოვას და ალექსეი სვიატაჩენკოს (უნგრეთი) წყვილს და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.
1. მინერვა ფაბიენ ჰასე/ნიკიტა ვოლოდინი (გერმანია) - 212,48
2. სარა კონტი/ნიკოლო მაჩი (იტალია) - 206.89
3. ანასტასია მეტელკინა/ლუკა ბერულავა (საქართველო) - 191,88