ტალინში მიმდინარე ფიგურული სრიალის ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა ქალთა შორის.
საქართველოს წარმომადგენელმა, ევროპის 2023 წლის ოქროს და 2024 წლის ვერცხლის მედლის მფლობელმა ანასტასია გუბანოვამ, რომელიც მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე იყო, თავისუფალი პროგრამით მეორე ადგილი დაიკავა და საბოლოოდ, ორივე პროგრამის შედეგების მიხედვით ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
1. ნინა პეტრიკინა - 139,24 (68,94+139,24)
2. ანასტასია გუბანოვა - 129,62 (68,99+129,62)
3. ნინა პინცარონე (ბელგია) - 124,64 (66,80+124,64)