ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ფიგურული სრიალის მსოფლიო ჩემპიონატზე ყინულზე მოცეკვავეები რიტმულ ცეკვაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს და 20 ფინალისტს შორის მოსახვედრად იბრძოდნენ.
დიანა დევისის და გლებ სმოლკინის წყვილმა რიტმული ცეკვით ასპარეზობაში მსაჯებისგან 79,34 ქულა დაიმსახურა და მე-10 ადგილი დაიკავა.
თავისუფალი პროგრამით ასპარეზობის წინ ისინი მესამე ადგილზე მყოფ სპორტსმენებს 9,03 ქულით ჩამორჩებიან.
რამდენიმე საათში მოციგურავე ქალები გამოვლენ ყინულზე. მათ შორის იქნება მედლისთვის იბრძოლებს ანასტასია გუბანოვა. მას მოკლე პროგრამის შემდეგ 69,92 ქულა აქვს და მესამე ადგილზე მყოფ ამერიკელ მოციგურავეს 2,73 ქულით ჩამორჩება




