პოდგორიცაში, ძიუდოისტთა ევროპის პირველობაზე, დღეს ტატამზე 78 და+78 კგ წონითი კატეგორიის ქალები და 100 და +100 კგ წონითი კატეგორიების კაცები გამოდიან.
100 კგ წონით კატეგორიაში ქართველმა ძიუდოისტი, პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ილია სულამანიძე სერბი ალექსანდარ კუკოლის და იტალიელი ჯენარო პირელის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს არმან ადამიანს შეხვდა.
ილია სულამანიძემ მეტოქე ვაზარით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ფინალში ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევს შეხვდება. ამ უკანასკნელთან ილია სულამანიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი მსაჯების მიერ ბოლო წამებზე მისთვის მიცემული საეჭვო შიდოთი დათმო.
+100 კგ წონაში გურამ თუშიშვილი თურქ რეჯეპ ერგინთან დამარცხდა.
+78 კგ წონაში სოფიო სომხიშვილმა პირველი შეხვედრა მოუგო აზერბაიჯანელ ნიგიარ სულეიმანოვას, მეორეში კი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუს მარია ივანოვასთან დამარცხდა.