ევროპა ლიგაზე მეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.

გრაცში, „მერკურ-არენაზე“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმმა“ გლაზგო „რეინჯერს“ უმასპინძლა.

მასპინძლები მე-7 წუთზე ტომი ჰორვატმა დააწიინაურა, 35-ე წუთზე კი მამის გარდაცვალების შემდეგ მინდორს დაბრუნებულმა ოთარ კიტეიშვილმა აიღო სტუმრების კარი.

„რეინჯერსმა" მეორე ტაიმის მე-4 წუთზე ერთი გოლი გაქვითვა, მეტის გატანა კი ვე შეზლო და მეორე დამარცხება მიითვალა, მასპინძლებმა კი პირველი გამარჯვება მოიპოვეს.

ოთარ კიტეიშვილი (Flashscore - 8.2) მწვრთნელმა 72-ე წუთზე ლეონ გრგიჩით შეცვალა.

ავსტრიული პრესა აღნიშნავს, რომ „შტურმი“ გამარჯვებისთვის 450 ათასი ევროს მიიღებს, კიტეიშვილმა კი თავი კარგი თამაშით გამოიჩინა.  

„შტურმი“ - „რეინჯერსი“ 2:1(2:0)
გოლები: 7' ტომი ჰორვატი 1:0, ოთარ კიტეიშვილი 2:0, 49' ჯეიდი გასამა 2:1

„ბაზელი“ - „შტუტგარტი“ 2:0 

„გენკი“ - „ფერენცვაროში“ 0:1

„ლიონი“ - „ზალცბურგი“ 2:0 

„მაკაბი“  თელ-ავივი - „დინამო“ ზაგრები 1:3

„ნოტინგემი“ - „მიდტიულანდი“ 2:3

„პორტუ“ - „ცრვენა ზვეზდა“ 2:1

„სელტა ვიგო“ - „პაოკი“ 3:1

„ფეინოორდი“ - „ასტონ ვილა 0:1


„ბოლონია“ - „ფრაიბურგი“ 1:1

„ბრანი“ - „უტრეხტი“ 1:0

„ლუდოგორეცი“ - „ბეტისი“ 0:2

„პანათინაიკოსი - „იგლზი“ 1:2

„პლზენი“ - „მალმე“ 3:0

„რომა“ - „ლილი“ 0:1

„სელტიკი“ - „ბრაგა“ 0:2

„სტიაუა“ - „იანგ ბოიზი“ 0:2

„ფენერბახჩე“ - „ნიცა“ 2:1


ორი ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმუმით სატურნირო ცხრილის სათავეში შვიდი გუნდი მოექცა.