ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, 57 კგ წონითი კატეგორიის ქალებს და 73 კგ წონითი კატეგორიის კაცებს შორის მედლებისთვის დასკვნითი შეხვედრების მონაწილები გამოვლინდნენ.
ქალთა 57 კგ წონითი კატეგორიის ნახევარფინალში ეთერ ლიპარტელიანმა თურქმენ მაისა პარდაევას იპონით სძლია და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატის სულ მცირე ვერცხლის მედალი გაინაღდა და პირველი ქართველი ძიუდოისტი ქალი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატზე მედალი მოიპოვა.
ოქროს მედლისთვის ეთერ ლიპარტელიანი იაპონელ მომო ტამაოკისთან იჭიდავებს.
ბრინჯაოს მედლისთვის მაისა პარდაევა ბრაზილიელ შირლენ ნასციმენტოს შეხვდება, ფრანგი სარა-ლეონ სისიკი კი უზბეკ შუკურჟონ ამინოვას.
კაცებს შორის ოქროს მედლისთვის ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბა და ბრაზილიელი დანილ კარგნინი იჭიფდავებენ. ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ სერბი ბაისანგურ გაბაევი და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან მახმადბეკ მახმადბეკოვი და იტალიელი მანუელ ლომბარდო და იაპონელი ტაცუკი იშიჰარა