ბუდაპეშტში, ლასლო პაპის სახელობის სპორტულ არენაზე მიმდინარე ძიუდოში 2025 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გრძელდება შეხვედრები 57 კგ წონითი კატეგორიის ქალებს და 73 კგ წონითი კატეგორიის კაცებს შორის.

ქალთა 57 კგ წონითი კატეგორიის მეოთხედფინალურ შეხვედრაში ეთერ ლიპარტელიანმა მეტოქე, ფინელი პიჰლა სალონენი, გდების შესრულებისთანავე შებოჭა და მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ეთერ ლიპარტელიანი თურქმენ მაისა პარდაევას შეხვდება