ატლანტაში, „მერსედეს-ბენც სტედიუმზე“,H ჯგუფის გუნდებმა მეორე ტურის პირველი შეხვედრა გამართეს.
კაბო-ვერდესთან ერთობ მოულოდნელი ფრის შემდეგ ესპანეთმა საუდის არაბეთთან შეხვედრა ძალზე მონდომებით დაიწყო და უკვე 24-ე წუთზე 3:0 დაწინაურდა.
ამის შემდეგ ესპანელებმა კიდევ ერთი გოლი - მეტოქის მიერ საკუთარ კარში გატანილი - ჩაიწერეს აქტივში და შეხვედრა 4:0 დასრულდა.
ესპანეთი - საუდის არაბეთი 4:0(3:0)
გოლები: 10' ლამინ იამალი 1:0, 21' და 24' მიკელ იოარსაბალი 2:0 და 3:0, 49' ჰასან ტამბაკტი, საკუთარ კარში 4:0
ამავე ჯგუფში მყოფი ურუგვაის შეხვედრა კაბო-ვერდესთან მაიამი-გარდენსის „ჰარტ როკ სტედიუმზე“ დაახლოებით ოთხი საათის შემდეგ დაიწყება.




