მსოფლიო ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის I ჯგუფის მეორე ტურის მატჩში საბერძნეთმა ჯგუფის ლიდერ ესპანეთს უმასპინძლა.

სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე მყოფ მასპინძლებს წაგება კატასტროფულ მდგომარეობაში აყენებდა. ისინი პრაქტიკულად კარგავდნენ სამეულში მოხვედრის შანსს. თავის მხრივ, ესპანელებს, საქართველოსთან და პორტუგალიასთან განცდილი მარცხის შემდეგ კიდევ ერთი წაგება მდგომარეობას სერიოზულად გაურთულებდა.  

ბერძნებმა პირველი ნახევარი ერთი ქულის სხვაობით მოიგეს, თუმცა, მეორე ნახევრის მესამე პერიოდში უპირატესობის 9 ქულამდე გაზრდას მოახერხეს და თითქოს ახლოს იყვნენ გამარჯვებასთან. ესპანელებმა ბოლომდე იბროლეს და მეორე ნახევრის დასრულებამდე 11 წამით ადრე აგარში გაათანაბრეს.

დამატებით დროში მასპინძლებმა შეძლეს მობილიზება, სტუმართა წინააღმდეგობის დაძლევა და მეტად საჭირო გამარჯვების მოპოვება

საბერძნეთი - ესპანეთი დ.დ. 109:106 (19:20, 24:22, 24:16, 19:28)




მოამზადა რაულ კაპანაძემ