„მიუხედავად იმისა, რომ ფიფა ოფიციალურ სანქციას არ დააკისრებს, უზბეკი მსაჯი, ილგიზ ტანტაშევი, მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე შეხვედრებს აღარ გაუძღვება”, - ინფორმაციას ამის შესახებ “სპორტ ფრანსი” ავრცელებს.

როგორც მედია წერს, პარაგვაი-საფრანგეთის მერვედფინალურ მატჩში მისი მუშაობა მხოლოდ პარაგვაიში მოიწონეს, სხვაგან კი მსაჯის მისამართით მწვავე კრიტიკა ისმის.

კრიტიკის მთავარი მიზეზი ტანტაშევის გადამეტებული ლმობიერება გახდა პარაგვაელი ფეხბურთელების მიმართ, რომლებიც მთელი თამაშის განმავლობაში უხეშობდნენ და ანტისპორტულად იქცეოდნენ.

“ეს იყო ძალიან დაბალი დონე“ - ასე აფასებს
ცნობილი ყოფილი ინგლისელი მსაჯი, კით ჰეკეტი ტანტაშევის მსაჯობას.  შესაბამისად, მსოფლიო ჩემპიონატი მისთვის ფილადელფიაში გამართული მატჩით დასრულდა.