ექვსი ერის თასზე მეორე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა.
კარდიფში, „პრინციპალიტი სტედიუმზე“ საფრანგეთმა უელსი გაანადგურა და ერთპიროვნულად გალიდერდა.
აღსანიშნავია, რომ უელსმა 2023 წლის 11 მარტს რომში იტალიასთან გამარჯვების შემდეგ (იტალია - უელსი 17:29) ექვსი ერის თასზე ზედიზედ მეცამეტე შეხვედრა წააგო ექვსი ერის თასზე სახლში ბოლოს უელსმა შოტლანდიასთან 2022 წლის თებერვალში გაიმარჯვა.
მატჩს 57 744 მაყურებელი დაესწრო, რაც, „ბიბისის“ ცნობით, ნაკლებია 2002 წელს იტალიასთან მატჩზე დაფიქსირებულ რაოდენობაზე (58349 მაყურებელი) და კარდიფში ექვსი ერის მატჩზე დასწრების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ასევე აღსანიშნავია, რომ საფრანგეთმა მოხსნა უელსთან შეხვედრაში დაგროვილი ქულების რეკორდი (51 ქულა „უემბლიზე“ 1998 წელს გამართულ შეხვედრაში) და კარდიფში ქულების ყველაზე მაღალი სხვაობით მოგების რეკორდი, რომელიც 2000 წელს მსოფლიო ჩემპიონატის წინ ამხანაგურ მატჩში დამყარდა (33 ქულა) და 2007 წელს გამეორდა ასევე მსოფლიო ჩემპიონატის წინ გამართულ ამხანაგურ მატჩში.
უელსი - საფრანგეთი 12:54(7:26)





