დღეს, თავისუფალი სტილით ჭიდაობაში 97 კგ წონით კატეგორიაში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც საქართველოს სახელს ელიზბარ ოდიკაძე იცავს.
ელიზბარ ოდიკაძე შეჯიბრშიმერვედფინალიდან ჩაება. მისი პირველი მეტოქე კი სომეხი გეორგი კეტოევი იყო, რომელთანაც დიდი ანგარიშით, 8:1 მოიგო და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ქართველი ფალავანი მეოთხედფინალში ყაზახ მამედ იბრაგიმოვს ეჭიდავა, მეტოქეს ანგარიშით 6:1 სძლია და ნახევარფინალში იჭიდავებს.
მომდევნო ეტაპზე ოდიკაძე კაილ სნაიდერს შეხვდა, სადაც დაძბულ ორთაბრძოლაში მსოფლიოს ჩემპიონთან შეხვედრა ანგარიშით 4:9 დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის განაგრძობს ბრძოლას.